თანხის დაბრუნების პოლიტიკა
პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა
პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა აღწერს და განსაზღვრავს “sukhishviliacademy.ge”-სთვის თქვენ მიერ
მიწოდებული ინფორმაციის მიღების და
დამუშავების წესს. თქვენს შესახებ ჩვენთვის მოწოდებულ ან სხვაგვარად ჩვენს ხელთ არსებული ნებისმიერი ინფორმაციის
დამუშავება ხორციელდება
წინამდებარე პოლიტიკით გათვალისწინებული წესით, საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის მიღებით, თქვენ აცნობიერებთ და თანხმობას აცხადებთ, რომ აღნიშნული
თქვენთვის ხელმისაწვდომია, გასაგები,
და თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება მოხდეს წინამდებარე პოლიტიკის შესაბამისად.
ვინ ვართ ჩვენ?
პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში მითითებები sukhishviliacademy.ge-ზე (შემდგომში "ჩვენ"/"კომპანიები"/"კომპანია") ნიშნავს შპს "ცეკვის აკადემია სუხიშვილები - 1” (ს/კ 201950111) და შპს "სუხიშვილების აკადემია" (ს/კ 202218607). ჩვენ განვსაზღვრავთ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მიზნებს, ვაწესებთ პერსონალური მონაცემების შენახვის ვადას, და უზრუნველვყოფთ იდენტიფიცირებული ან იდენტიფიცირებადი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოდ შენახვას.
როგორ ვაგროვებთ თქვენს მონაცემებს?
თქვენი პირადი მონაცემების შეგროვება და დამუშავება ხორციელდება ჩვენ ვებ-გვერდზე შემდეგი მოქმედებების განხორციელებისას:
- თქვენ მიერ ჩვენი მომსახურების სარგებლობისას;
- ჩვენი ოფიციალური ვებ-გვერდის გამოყენებისას;
- ჩვენ ვიყენებთ მზა ჩანაწერებს (ე.წ “Cookies”) და მსგავს ტექნოლოგიურ საშუალებებს თქვენი გამოცდილების პერსონალიზირებისა და გაუმჯობესების მიზნით. აღნიშნული მოიაზრებს ჩვენს ვებ-გვერდსა და სხვა დისტანციურ პლატფორმებზე ნავიგაციის გამარტივების, ძიების პარამეტრების გაუმჯობესების, ვებ-გვერდის უკეთესად ოპტიმიზაციის, ინფორმაციის სასურველი ფორმატით შეთავაზების, მარკეტინგის, და მომხმარებლის უსაფრთხო ავტორიზაციისთვის.
რა სახის მონაცემებს ვამუშავებთ?
თქვენს შესახებ ინფორმაცია და მონაცემები, რომელთა შეგროვება, შენახვა, გამოყენება და დამუშავებაც შეგვიძლია, შეიძლება მოიცავდეს, მაგრამ არ შემოიფარგლებოდეს შემდეგი მონაცემებით:
პერსონალური (იდენტიფიცირებული ან იდენტიფიცირებადი) ინფორმაცია:
- მომხმარებლის ანგარიშის დეტალები: თქვენ მიერ მომხმარებლის ანგარიშის გახსნისას (რეგისტრაციისას) და სერვისებით სარგებლობისას, თქვენი შეკვეთის/მოთხოვნის დამუშავებისთვის/შესრულებისთვის და წინამდებარე პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკით გათვალისწინებული მიზნებისთვის შესაძლოა ჩვენ მოგთხოვოთ თქვენ შესახებ კონკრეტული პერსონალური მონაცემების მოწოდება, როგორიცაა:
- სახელი და გვარი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, სქესი, დაბადების თარიღი, ფაქტობრივი მისამართი, საფოსტო კოდი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი და ა.შ; ჩვენს ვებ-გვერდზე თქვენ ან ჩვენ მიერ შექმნილი მომხმარებლის სახელი და პაროლი; ჩვენს ვებ-გვერდის მიერ შემოთავაზებული მომსახურებით სარგებლობის მიზნით, საგადახდო ინფორმაცია; თქვენ მიერ გამოყენებულ ბრაუზერში ნებადართული სხვა დემოგრაფიული ინფორმაცია.
- ნებაყოფლობითი ინფორმაცია: ჩვენ ასევე ვაგროვებთ ინფორმაციას, რომელსაც გვაწვდით ნებაყოფლობით სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებებით. მაგალითად, როდესაც გვიკავშირდებით ელექტრონული ფოსტით ან გვიზიარებთ თქვენს შესახებ დამატებით ინფორმაციას თქვენ მიერ ჩვენი ვებ გვერდის მომსახურების გამოყენებით, როგორიცაა მაგალითად კომუნიკაცია ვებგვერდის მხარდაჭერის გუნდთან ან/და სხვა მომხმარებელთან, ან გვაწვდით პირადი ინტერესების შესახებ ინფორმაციას.
- ავტორიზაციის ისტორია და ტექნიკური ინფორმაცია: სერვისების ფუნქციონირების გაუმჯობესებისა და მომხმარებლისთვის უკეთესი გამოცდილების გაზიარების მიზნით, ჩვენ ვაგროვებთ თქვენი მოწყობილობით, მათ შორის პროგრამული და ტექნიკური უზრუნველყოფით გადმოცემულ ტექნიკურ ინფორმაციას (მაგალითად, თუ რა ტიპის ბრაუზერს და ოპერაციულ სისტემას იყენებს თქვენი მოწყობილობა; რომელ ენას ანიჭებთ უპირატესობას; შესვლის დრო; ვებგვერდის დომენის სახელი; საიდანაც თქვენ უკავშირდებით სერვისებს; ა.შ.).
- ინფორმაცია მოწყობილობის და დაკავშირების შესახებ: თუ თქვენს მოწყობილობაში ტვირთავთ პროგრამულ უზრუნველყოფას, ჩვენ შეგვიძლია შევაგროვოთ ინფორმაცია იმ კონკრეტული მოწყობილობიდან, რომელსაც თქვენ იყენებთ, რისი მიზანიც უსაფრთხოების დაცვა და თაღლითობის შემთხვევების გამოვლენა და აღკვეთაა. მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია შევაგროვოთ ინფორმაცია სხვა პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ, რომელიც გაშვებულია პლატფორმასთან ერთად, და გამოვავლინოთ ხომ არ იყენებთ ისეთი სახის აპლიკაციას, რომელიც დაკავშირებულია თაღლითურ ქმედებებთან (მაგ. რობოტები, მავნე პროგრამები, AI, ა.შ.) ან შევამოწმოთ თუ რომელ კავშირს იყენებთ VPN-ს თუ Proxy-ს.
- ანალიტიკური ინფორმაცია: ჩვენ შეგვიძლია შევაგროვოთ ინფორმაცია თქვენ მიერ სერვისების გამოყენების თაობაზე, როგორიცაა აპლიკაციების გამოყენება, ფაილების ძიება, მომხმარებლის აქტიურობა (მაგ. ნანახი გვერდები, კონკრეტულ გვერდზე დახარჯული დრო, ონლაინ გვერდების დათვალიერება, დაწკაპუნებები, ქმედებები და ა.შ.) დროის მარკები, შეტყობინებები, ა.შ. ინფორმაციის შეგროვება ხდება ინციდენტების აღმოფხვრის მიზნით, ასევე თქვენ მიერ სერვისების გამოყენების შესახებ კვლევისა და ანალიზის მიზნებისთვის.
- ჩვენ შეგვიძლია განვახორციელოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დე-იდენტიფიკაცია და ანონიმიზაცია იმგვარად, რომ ვერ განხორციელდეს თქვენი პირდაპირ ან არაპირდაპირ იდენტიფიცირება. ამგვარად დე-იდენტიფიცირებული ინფორმაციის ჩვენ მიერ გამოყენება და გამჟღავნება არ ექვემდებარება პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის ფარგლებში არსებულ შეზღუდვებს. ჩვენ შეგვიძლია შეუზღუდავად გავუმჟღავნოთ ეს ინფორმაცია სხვებს ნებისმიერი მიზნით.
არაიდენტიფიცირებადი ინფორმაცია:
ჩვენ ვახორციელებთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას შემდეგი მიზნებისთვის:
- ხარისხიანი მომსახურების მიწოდების უზრუნველსაყოფად;
- ახალი მომსახურების დასანერგად;
- ჩვენ მომსახურებასთან დაკავშირებით მომხმარებლის ქცევის მონიტორინგისთვის;
- უკუკავშირის მიღებისა და ხარვეზებზე დროულად რეაგირებისთვის;
- ვებ-გვერდზე აქტივობასთან დაკავშირებული შეტყობინებების გამოსაგზავნად;
- ვებ-გვერდის არასათანადოდ გამოყენებისა და დანაშაულის პრევენციისთვის;
- მარკეტინგული ქმედებების განსახორციელებლად;
- კომპანიისა და მისი მომხმარებლების კანონიერი ინტერესების დასაცავად;
- სხვა ლეგიტიმური მიზნებისთვის.
ვის ვუზიარებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს?
მონაცემთა დამუშავების საფუძვლის არსებობისას, კანონმდებლობით ან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, ჩვენ შეგვიძლია თქვენი პერსონალური მონაცემები გავუზიაროთ კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ პირს ომსახურებით ხარისხიანად გასაზრდელად.
რა დროით ვინახავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს?
თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას, კომპანია ახორციელებს იმ ვადით, რაც აუცილებელია დამუშავების მიზნის მისაღწევად. აღნიშნული მიზნის მიღწევისას, თქვენ შესახებ იდენტიფიცირებული ან/და იდენტიფიცირებადი ინფორმაცია შეინახება წინამდებარე პოლიტიკის და საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონით განსაზღვრული წესით, დაწესებული ვადების დაცვით.დე-იდენტიფიცირებული მონაცემების შენახვა ხორციელდება განუსაზღვრელი ვადით.
უსაფრთხოება
მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაციული უსაფრთხოების მიზნით ვიღებთ ყველა საჭირო ზომას, სწრაფი ტექნოლოგიური განვითარების პირობებში არ ვიღებთ პასუხისმგებლობას იმ პირების ქმედებებზე, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაციული უსაფრთხოების მიზნით ვიღებთ ყველა საჭირო ზომას, სწრაფი ტექნოლოგიური განვითარების პირობებში არ ვიღებთ პასუხისმგებლობას იმ პირების ქმედებებზე, რომლებიც ახორციელებენ არასანქცირებულ წვდომას, ბოროტად იყენებენ ან ტეხავენ ვებ-აპლიკაციის სერვისებს. ჩვენ არ ვიძლევით აშკარა, ნაგულისხმევ ან სხვაგვარ გარანტიას, გარდა იმისა, რომ მივიღებთ ყველა ზომას ამგვარი შეღწევის აღსაკვეთად.
თქვენი უფლებები
- მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული მონაცემების თაობაზე;
- მოითხოვოთ მცდარი, არაზუსტი ან/და არასრული მონაცემების გასწორება, განახლება ან/და შევსება; მოითხოვოთ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება, თუ:
- გაითხოვთ თანხმობას, რომელიც წარმოადგენს მონაცემთა დამუშავების ერთადერთ საფუძველს; თანხმობის გათხოვისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ვებ-გვერდზე „კონტაქტის“ გრაფაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე;
- მონაცემების დამუშავება აღარ არის საჭირო იმ მიზნისთვის, რომლისთვისაც მოხდა მათი დამუშავება;
- მონაცემთა დამუშავება ხდება უკანონოდ. მოითხოვოთ მონაცემთა დაბლოკვა, თუ:
- სადავოა მონაცემთა ნამდვილობა ან სიზუსტე;
- მონაცემთა დამუშავება უკანონოა, თუმცა თქვენ ეწინააღმდეგებით მათ წაშლას და სანაცვლოდ ითხოვთ დაბლოკვას;
- მონაცემები აღარ არის საჭირო მათი დამუშავების მიზნის მისაღწევად, თუმცა თქვენ ისინი გესაჭიროებათ სამართალწარმოების მიზნით;
- ნებისმიერ დროს გამოითხოვოთ თანხმობა, რომლითაც მოგვანიჭეთ თქვენი მონაცემის დამუშავების უფლება. ასეთ შემთხვევაში ჩვენ დამუშავებას შევწყვეტთ, თუ არ არსებობს მონაცემთა დამუშავების კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი;
- წარადგინოთ პრეტენზია დამუშავებასთან დაკავშირებით, მათ შორის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში ან სასამართლოში;
- თქვენი უფლებები შეიძლება შეიზღუდოს, თუ ეს პირდაპირ გათვალისწინებულია კანონით, ან ამ უფლებების რეალიზაციამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ფინანსურ ან ეკონომიკურ ინტერესებს; ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოების ფუნქციათა და უფლებამოსილებათა განხორციელებას; სახელმწიფო, კომერციული, პროფესიული და კანონით გათვალისწინებული სხვა სახის საიდუმლოებების დაცვას.
ცვლილები პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში
პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში შეიძლება განპირობებული იყოს, მათ შორის, პერსონალური მონაცემების დაცვის კანონმდებლობაში ცვლილებებიდან გამომდინარე. ნებისმიერი ცვლილება წინამდებარე პოლიტიკაში გამოქვეყნდება ჩვენს ვებ-გვერდზე. თქვენი, როგორც მომხმარებლის პასუხისმგებლობაა, რომ პერიოდულად ეწვიოთ ჩვენს ვებგვერდს და ცვლილების შემთხვევაში გაეცნოთ შეცვლილ პოლიტიკას. პოლიტიკაში ცვლილებების შეტანის შემდეგ ჩვენთვის თქვენ მიერ ინფორმაციის მოწოდება ან ჩვენი ვებ-გვერდით სარგებლობა ნიშნავს, რომ თქვენ ეთანხმებით ცვლილებებს.
გამოყენების პირობები
თქვენ მიერ ჩვენი გვერდის გამოყენება ნიშნავს, რომ თანახმა ხართ ჩვენს მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების, მათ შორის მზა ჩანაწერების გამოყენებაზე. პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა წარმოადგენს ვებ-გვერდის პირობების განუყოფელ ნაწილს.